USAID და აჭარა ჯგუფი ახალ პარტნიორობას იწყებენ

საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და აჭარა ჯგუფის დირექტორი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ორივე ორგანიზაცია ერთობლივად შეუწყობს ხელს ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, USAID აჭარა ჯგუფთან პარტნიორობით გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკის წამყვან სექტორებს, მათ შორის სტუმართმასპინძლობის, შემოქმედებით მრეწველობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებს.აჭარა ჯგუფთან ხელმოწერილი მემორანდუმი ასახავს USAID-ის სტრატეგიას გააფართოვოს და გააღრმავოს კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას, დაეხმაროს ქვეყანას გაძლიერდეს გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, შექმნას ანგარიშვალდებული ინსტიტუტები და მიაღწიოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. USAID მოხარულია აჭარა ჯგუფთან პარნიორობით და ელის, რომ ერთად შეძლებენ სამუშაო ძალის განვითარებას წამყვან სექტორებში, ინკლუზიური დასაქმების გენერირებას, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას, ადგილობრივად პროდუქციის შეძენის წახალისებას და აბასთუმანსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდგრად ტურიზმში თანაინვესტირებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები