ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა

სოფელ პირველ მაისში, დისტრიბუციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. შემთხვევის ადგილას პოლიცია იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები