ლაგოდეხის მერმა მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამობა მიულოცა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა მუსლიმ მოსახლეობას მათი ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული ყურბან-ბაირამი მიულოცა.

მან თანამოქალაქეებს კეთილდღეობა უსურვა.

“ჩემო მუსლიმო მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ყურბან-ბაირამს!
ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეას და თანადგომას უკავშირდება.
გისურვებთ, ეს დღესასწაული თქვენი ოჯახებისთვის ყოფილიყოს ბარაქის, ხვავისა და კეთილდღეობის მომტანი”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები