გორში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

გორში “გორმედის” ქსელის კლინიკაში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით  ვაქცინაცია შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, მასობრივი ვაქცინაციის პროცესში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის, გორის გოგონათა გუნდის დირიჟორი ნინო წიკლაური და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი მამუკა ნადირაძე (სკიპი) აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნო.

მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა იაქტიუროს, დროულად აიცრან, რადგან პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები