სოფელ ბალთაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალთაში, სულ მალე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.
სოფელში, შიდა საუბნო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარი სრულად მოწესრიგდება.
895 გრძ. მეტრ გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად, სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები მოეწყობა.
პროექტის ღირებულება 505 000 ლარს შეადგენს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.