ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციით მიმართავს, ივლისი-აგვისტო კოლექტივმა აქტიური ვაქცინაციისთვის გამოიყენოს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სკოლების პერსონალს მოუწოდებს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩენილი დრო აქტიური ვაქცინაციისთვის გამოიყენონ.
მისივე თქმით, პრობლემის გადაწყვეტის გზა ვაქცინაციაა.
“იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონ ნახევარი ვაქცინა და კიდევ 1 მილიონს ველოდებით. სკოლებთან მიმართებაში პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაცია არის რომ ივლისის და აგვისტოს თვე სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, იმისთვის რომ სასწავლო წელს სკოლები დახვდეს უსაფრთხო გარემოში. დღეს შეზღუდვა გამოსავალი სკოლის პირობებში არ არის, არც დისტანციური სწავლა არაა ამ პრობლემის გადაწყვეტა. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.