ამირან გამყრელიძე: არსებული რეკომენდაციებიდან ყველაზე მთავარია, ავიცრათ და ვატაროთ პირბადე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს დაწესებულია.

როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებული რეკომენდაციებიდან ყველაზე მთავარია აცრა და პირბადის ტარება.

„სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების არ იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს დაწესებულია. ყველაზე მთავარი ამ რეკომენდაციებდანარის ის, რომ მივიდეთ და ავიცრათ და ვატაროთ პირბადე. ხაზგასმით ვამბობ, რომ აუცილებელია, აღსრულების მაქსიმალური კონტროლი და მონიტორინგი. დაწესებული სტანდარტი, ყველამ უნდა შეასრულოს და მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს აღსრულებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები