გოგი მეშველიანი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს
საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს და კეთილდღეობას უსურვებს.
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან–ბაირამს!
მეგობრებო, ვუერთდები თქვენს ზეიმს მშვიდობის, ადამიანზე მზრუნველობისა და ბოროტებაზე სიკეთისგამარჯვების დღესასწაულს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებას, მშვიდობას და კეთილდღეობას“, – ნათქვამია გოგი მეშელიანის მილოცვის ტექსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.