დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნების მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერებისა და გასაუბრების შედეგად, საერთო ჯამში, არადეკლარირებული 79 967 აშშ დოლარის, 98 169 ევროს, 94350 რუსული რუბლის, ასევე 130 კანადური დოლარის, 91460 თურქული ლირისა და 42 846 ლარის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტისა“ და „სადახლო-საავტომობილო“, გამოვლენილ კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში – 57 968,6 ლარი (არადეკლარირებული თანხის 10 % ) შეეფარდათ, ხოლო ბათუმის აეროპორტისა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გამოვლენილი მოქალაქეები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თითოეული, 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები