მარტვილის ჰოსპიტალში, ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სს „ევექსის ჰოსპიტალები“ – მარტვილის ჰოსპიტალში, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მეუღლესთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ვაქცინაციის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
Queue Management
booking.moh.gov.ge