ახალციხეში საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს – პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ
ქალაქ ახალციხეში, საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, „ევექსის – ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ კოვიდსაწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, კლინიკაში მობილიზებულია ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.
საყოველთაო აცრის დღეს, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ – სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატიო ახალციხელები, მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მერიაში და მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეები.
კოვიდის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „ევექსის – ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ და „კლინიკა იმედში“ მიმდინარეობს.