ზემო სვანეთის ახალგაზრდული ორგანიზაცია „მიშგოვ ლარდა” ნახატების კონკურსს აცხადებს
ზემო სვანეთის ახალგაზრდული ორგანიზაცია „მიშგოვ ლარდა” ნახატების კონკურსს აცხადებს. კონკურსის ფარგლებში, ყველასთვის საყვარელი ფერმწერი და ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე კონკურსანტების ნახატებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს. ინფორმაციას ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
“კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მესტიის მუნიციპალიტეტის მოზარდებს. კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება:
I ჯგუფი: 9-დან 12 წლამდე;
II ჯგუფი: 13-დან 16 წლამდე.
საკონკურსო თემატიკაა „მიშგუ შვან – ჩემი სვანეთი”. დეტალები კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე:
შედეგები 2021 წლის სექტემბერში გამოცხადდება. თითო ასაკობრივ ჯგუფში 3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც საჩუქრად სამხატვრო ნაკრებები გადაეცემათ.
კონკურსის ფარგლებში ყველა შემოსული ნახატი „მიშგოვ ლარდას” Facebook გვერდზე განთავსდება.
„მიშგოვ ლარდა” არის ზემო სვანეთის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც 2020 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია არაფორმალური განათლების გზით ზემო სვანეთის ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარება და მათი ჩართულობა თემებისა და რეგიონის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ აქტივობებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.