ზელესნკი – უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებაზე: მადლობელი ვარ ქართული მხარისა ამ გადაწყვეტილებისთვის

უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული წყლების უკანონო გადმოკვეთისთვის იყვნენ დაკავებულები, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

შეწყალების აქტის გამოცემის საკითხზე ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამასთან დაკავშირებით ტვიტერზე დაწერა.

“2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხომიჩისა და ვოლოდიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე. დღეს საქართველომ ისინი ციხიდან გაათავისუფლა. მადლობელი ვარ ქართული მხარისა ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას,” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 28 ნოემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები