დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

უკრაინის, მოლდოვასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები საქართველოში არიან: ბათუმში დღეს მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ იხსნება, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.

ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის და სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სხვა.

სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას. გაკეთდება განცხადებები პრესისთვისაც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები