ბოლნისის „ყარაბულახის” სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ბოლნისისყარაბულახისსათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირებამშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღმოიფხვრება . 

ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მოხარულივარ გაცნობოთ, რომ  „აქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” 14 ივლისს, გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ბოლნისისყარაბულახისსათავენა გებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირებამშენებლობის სამუშაოებზე.

პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს10`258`000.00 ლარს .

 ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება”,– წერს გოგი მეშველიანი.

  შეგახსენებთ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისში სასმელი წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება.

აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად  არის ჩართული მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი , რომელმაც  25 ივნისს, პლენარულსხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისში სასმელი წყლისმიწოდების საკითხზე კითხვა დაუსვა. მაჟორიტარმადეპუტატმა მთავრობის მეთაურს სთხოვა, საკითხისმოგვარებაში პირადად ჩაერთულიყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები