ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისინტერესები,პოლიტიკოსებს როცა ვუსმენ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზესაუბრობენ და ფიქრობენ, ეს მოცემულობაა და უნდა შევცვალოთ

ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისინტერესებიპოლიტიკოსებს როცა ვუსმენ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზესაუბრობენ და ფიქრობენ, ეს მოცემულობაა და უნდა შევცვალოთამის შესახებსაქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთანსაუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ ოცნებას დაპირადად მას აქვს პრეტენზია, რომ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრიგააკეთეს ევროკავშირთან და აშშსთან ურთიერთობის განმტკიცებისმიმართულებით. 

ერთი რამ მინდა ჩვენს მოსახლეობას და თქვენ კიდევ ერთხელ განგიმარტოთ,ჩვენი მთავარი საზრუნავი მეგობრებო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდა არაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარდა. პოლიტიკოსებს როცა ვუსმენ,მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე საუბრობენ და ფიქრობენ. მათპოლიტიკას არაფერი აქვს საერთო ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, ეს ძალიანდიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო. რეალურად, ეს ტრაგედიაა, მაგრამ ესმოცემულობაა, რეალობაა, ჩვენ უნდა მივიღოთ და თვალი გავუსწოროთრეალობას, მაგრამ უნდა შეცვალოთ. ის აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა დასპეკულაციები, რაც წამოვიდა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.მოგეხსენებათ, რომ ბატონი შარლ მიშელი ჩამოდის ბათუმში, დაესწრებაჩვენს კონფერენციას, რომელიც არისევროპული გზა“. ასევე, ჩვენ კოლეგებსველოდებით, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებს. ვფიქრობ, რომ ეს არისძალინ კარგი პლატფორმა, შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გავცვალოთ,გავუზიაროთ ერთმანეთს მიღწეული პროგრესი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომძალიან ბევრი გავაკეთეთ 8 წლის განმავლობაში იგივე ევროასოცირებისმიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და უამრავი სხვა რამ.თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით, მეპირადად, ჩვენს გუნდს, მთლიანადქართულ ოცნებასძალიან ბევრი აქვსგაკეთებული. გვაქვს პრეტენზია, რომ ამერიკასთან ურთიერთობისგანმტკიცების მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. შარლმიშელის შეთანხმებაზე და მის ჩართულობაზე მინდა ვთქვა, ჩვენ კიდევერთხელ მადლობას ვუხდით პრეზიდენტ შარლ მიშელს, მისი ჩართულობა იმდროს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მომხდარიყო შეთანხმების მიღწევაჩვენს ოპოზიციასთან. თუმცა, აქვე შევახსენებ ყველას, რომ ოპოზიციისნახევარზე მეტს, რა თქმა უნდა დესტრუქციული სააკაშვილის მეთაურობით დამისი პარტიის ლიდერობით, ხელი დღემდე არ აქვს მოწერილი ამშეთანხმებაზე, რაც ყველაფერს სცემს პასუხს. მე აქვე მინდა ასევე ჩვენსპარტნიორებს და ყველას შევახსენო, რომ ჩვენი მხრიდან, დღეის ჩათვლით დაზოგადად, ყველაფერს ვაკეთებთ ამ შეთანხმების შესასრულებლად დავასრულებთ ყველა ვალდებულებას. რა თქმა უნდა, პროცესი გრძელდება.დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა. მოსამართლეების დანიშვნა არისპროცესი. შეიძლება რაღაც გაუგებრობა არსებობდეს, შევხვდებით,დავილაპარაკებთ, ისევ ისე გავაგრძელებთ ჩვენს მეგობრობას დაპარტნიორობას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები