ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს – გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო საზოგადოებას აფრთხილებს.
„17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია, 39 გრადუსს გადააჭარბოს.
მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა,”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.