დმანისის მერი მერიის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდობის საბჭოს შემადგენლობას შეხვდა

დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდობის საბჭოს შემადგენლობას შეხვდა. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, ახალგაზრდობის სათათბირო საბჭოს წევრებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალგაზრდობის საჭიროებებს, გამოწვევებსა და პრობლემებს.

გიორგი ტატუაშვილმა საბჭოს წევრების ინიციატივებისა და იდეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები