იაპონიის ელჩი ოზურგეთის მუნიციპაიტეტში პირველი ვიზიტით იმყოფება
იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა პროექტი „სანიტარული პირობების გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ გახსნა, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის მიერ დაფინანსდა. ინფორმაციას იაპონიის საელჩო ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში, შეძენილია 57,329 დოლარის ღირებულების მცირე გაბარიტიანი ნარჩენების შემგროვებელი მანქანა და პლასტმასის შეგროვებისთვის განკუთვილი სპეციალური ურნები, რომლებიც განთავსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთში.
ტექნიკის შეძენა ქალაქ ოზურგეთისდა გურიის რეგიონის მიერ შემუშავებული მწვანესტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა, რაცდაეხმარება მუნიციპალიტეტს გადავიდესნარჩენების სეპარირებაზე და ხელს შეუწყობსნარჩენების მართვის უფრო მდგრადი მოდელისშექმნას.
მიმდინარე წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ესიაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული მეორეპროექტია. იანვრის თვეში, იაპონიის საელჩომსაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა დაგადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა 4 რეანომობილი, საიდანაც ერთი სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განთავსდა.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩი მეუღლესთან ერთად ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრსაც ეწვია, რომელიც 2014 წელს იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში აშენდა. ცენტრის დახმარებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია „გურია“, დღემდეწარმატებით აგრძელებს შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისსარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას.
ელჩი იმამურა საქართველოს პარლამენტის წევრ, ნინო წილოსანთან ერთად, ოზურგეთში “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან” არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა მიმოიხილა საქართველოს და იაპონიას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრიდა ხაზი გაუსვა კულტურის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის კონკრეტულ პროექტებს. ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია 2011 წელს იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ვიზიტის ბოლოს, ელჩმა მონაწილეობა მიიღო აგრო–ტურისტულ ფესტივალში „ჩაის გზა“. ფესტივალის ფარგლებში ელჩი შეხვდა ჩაის მცირე და საშუალო მეწარმეებს და დააგემოვნა მათ მიერ წარმოდგენილი ქართული ჩაი და სხვა ადგილობრივი პროდუქტები. ელჩმა სიტყვით მიმართა ფესტივალის სტუმრებს და ისაუბრა ჩაის მნიშვნელოვან როლზე, იაპონიის კულტურასა და ეკონომიკაში”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.