“ხალხური საღამოები” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება

ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი ,,ხალხური საღამოები“ საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში გაიმართება. ინფორმაციას ფოლკლოროს ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართული ხალხური სიმღერა ყველგან აჟღერდება – სკვერში, ტაძრის, ეთნოგრაფიული სახლის ეზოში, სტადიონზე, სოფლის ცენტრში.

“ფესტივალში მონაწილეობს: 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საზაფხულო კონცერტები სხვადასხვა კუთხეში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

გთავაზობთ კონცერტების განრიგს 📅

  • 3 ივლისი – რაჭა, სოფელი ლაგვანთა – ანსამბლი ჩვენებურები;
  • 11 ივლისი – შიდა ქართლი, სოფელი ნიქოზი – ანსამბლი ანჩისხატი;
  • 17 ივლისი – გურია, სოფელი მთისპირი – ანსამბლი დიდგორი;
  • 18 ივლისი – გურია, სოფელი შემოქმედი – ანსამბლი დიდგორი;
  • 18 ივლისი – ქვემო ქართლი, სოფელი მარტყოფი – ანსამბლი ანჩისხატი;
  • 19 ივლისი – ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი – საოჯახო ანსამბლების კონცერტი:
    გურიიდან გორდელაძეები, ვასაძეები, მჟავანაძეები, ანდღულაძეები, ჩხაიძეები;
    რაჭიდან ბერელიძეები;
    იმერეთიდან გერსამიები და გოგოლაძეები;
  • 20 ივლისი – თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო – საოჯახო ანსამბლების კონცერტი:
    კახეთიდან ბიძინაშვილები;
    თბილისიდან მელაძეები; ვეშაპიძეები; ურუშაძეები; თოდუები;
    მცხეთა-მთიანეთიდან გორელიშვილები;
  • 21 ივლისი – იმერეთი, ქალაქი წყალტუბო – ანსამბლები: ნადური (წყალტუბო) და ოდოია (სამეგრელო);
  • 22 ივლისი – გურია, ქალაქი ჩოხატაური – ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);
  • 24 ივლისი – კახეთი, სოფელი ართანა – ანსამბლები: ძირიანი (რაჭა) და პატარა კახი (კახეთი);
  • 25 ივლისი – ქვემო ქართლი, ქალაქი წალკა – ანსამბლი სახიობა;
  • 29 ივლისი – სამეგრელო, ქალაქი სენაკი – ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);
    2 აგვისტო – ოდოია და ნადური – ზუგდიდი
  • 10 აგვისტო – აჭარა, სოფელი მერისი – ანსამბლი გორდა და თურმანიძეების ოჯახი;
  • 29 აგვისტო – გურია, სოფელი სურები – ანსამბლი ადილეი;
  • 30 აგვისტო – გურია, სოფელი ჩოჩხათი – ანსამბლები: ადილეი და შემოქმედი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები