მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების, ა.ა.-სა და მ.მ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, არადეკლარირებული 560,53 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„რუსეთის მოქალაქის არადეკლარირებულმა საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13 814 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით ფულადი ჯარიმა – 13 814 ლარი შეეფარდა, ხოლო ვინაიდან, საქართველოს მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 15 000 ლარზე მეტი შეადგინა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები