გორში დეკორატიულ-გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს
გორში დეკორატიულ-გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის მასშტაბით ირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე. სკვერებისა და პარკების გასამწვანებლად შეირჩა სეზონურად მოყვავილე, ერთწლოვანი ყვავილები : ტაგეტესი (ბარხატი), პეტუნია. მრავალწლოვანი ხეების ძირში, ნიადაგი დაიფარა წითელი მულჩით.
სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.