იოსებ ხახალეიშვილი: მოვუწოდებ ყველას ავიცრათ, რათა დროულად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს
ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკაში საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სპეციალურად გახსნილ 9 კაბინეტში მოქალაქეები ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით იცრებიან. საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. დღესვე ო. ჩხობაძის კლინიკაში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე საჯაროდ აიცრა. ,,საყოველთაო ვაქცინაცია ქუთაისში აქტიურ ფაზაშია. დღესაც ვხედავთ რომ რიგებია შექმნილი, რაც იმას ნიშნავს რომ მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ავიცრათ, რათა დროულად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს,”-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით (,,სინოფარმი” ,,სინოვაკი” ) კეთდება .