სოფელ ჩუმლაყში, რკინიგზის მიმდებარე 26-ე შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, რკინიგზის მიმდებარე 26-ე შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.

“პროექტის მიხედვით გზის რეაბილიტაციამდე შეიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა, მოეწყო სანიაღვრე არხი.
გზის მოასფალტების სამუშაოებთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კავკასავტომაგისტრალი” ასრულებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები