ხულოს მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, შეხვედრები დეკანაშვილების, სხალთისა და ფუშრუკაულის თემში გაიმართა. მერმა ადგილობრივებს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. შესაბამის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“სოფელ განახლებასა და სოფელ ზედა დეკანაშვილებში დასრულდება ახალი დაყწებითი და საჯარო სკოლის მშენებლობა;

სოფელ ელელიძეებსა და ოქრუაშვილებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედნებს;

სანიაღვრე არხები და წყალგამტარები მოეწყობა განახლებაში, ელელიძეებში და დეკანაშვილებში;

გაგრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდასაუბნო გზების ბეტონირება;

რამდენიმე ლოკაციაზე განხორცილედება ფერდსამაგრი სამუშაოები;

გაფართოვდება გარეგანათების ქსელი დეკანაშვილებში, ქედლებში, თხილაძირში, განახლებაში, ძირკვაძეებში, უჩხოში და გოდგაძეებში;

გაიჭრება უჩხოს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი;

სოფელ დიაკონიძეებში მოეწყობა სასმელი წყლის სისტემა;

სოფელ წაბლიანსა და წაბლანაში მოეწყობა წყლის სისტემები და შიდაგამანაწილებელი ქსელი;

სოფელ გურძაულში აშენდება დაწყებითი სკოლა;

სანიაღვრე არხი მოეწყობა სოფელ ყინჩაურში;

გარეგანათების ქსელი მოეწყობა ყინჩაურში, კვატიაში, წაბლიანში, წაბლანაში, ფაჩხაში, გურძაულსა და ჭერში;

სასმელი წყლის რეზერვუარი მოეწყობა კვატიაში;

ყინჩაური-ძმაგულის დამაკავშირებელ გზაზე აშენდება ახალი საავტომობილო ხიდი;

ყინჩაური-წაბლანის დამაკაშირებელ გზაზე მოეწყობა ასფალტის საფარი;

განხორციელდება ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა;

სოფელ რაქვთასა და ფუშრუკაულში მოეწყობა გარეგანათება;

სოფელ მახალაკურში გაკეთება სასმელი წყლის რეზერვუარი;

სოფელ ოშანახევში გაფართოვდება შიდასაუბნო გზა;

ფუშრუკაულის თემის შემავალ სოფლებში გაგრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასაუბნო გზების ბეტონირება, ასევე მეწყერსაშიშ ზონებში განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები;

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზამლეთი-ხიხაძრის 7 კილომეტრამდე გზას და აშენდება ორი ახალი ხიდი;

გაგრძელდება საოჯახო მეურნეობებისა და სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობა.

შეხვედრებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები