ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისთვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელები დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკური საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.