“კარგად ვარ” – საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მან მედიასთან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა.

„კარგად ვარ. არ ველოდებოდი ნამდვილად. დღეს ყოველ შემთხვევაში არ ველოდებოდი, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით კარგად დამთავრდა. დღეს უფლის წყალობით ყველაფერი კარგად არის. მივესალმები ოჯახს აქედან. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი თვე აქ დგომა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ და ხვალ, ზეგ, მაზეგ, არსად წასვლას არ ვაპირებ. არც აქ წამოვედი ჩემი ნებით, მაგრამ…“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები