ზაზა გახელაძის მამა: 8 საათისთვის სახლში გვეყოლება უკვე
ოკუპირებულ ტერიტოირაზე 1-წლიანი უკანონო ტყვეობის შემდეგ ზაზა გახელაძე გათავისუფლდა. როგორც “კვირას” გახელაძის მამამ მიშა გახელაძემ განუცხადა, მისი ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ზაზას დღესვე გადმოიყვანენ.
“10 წუთის წინ დაგვირეკეს ჩვენც და გვითხრეს გათავისუფლებულია. ბიბილოვმა შეიწყალაო. ველოდებით ახლა. 8 საათისთვის უკვე სახლში გვეყოლება”,- ამბობს მიშა გახელაძე.