ქვემო ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევის ფაქტებიდან ოთხი ხე-ტყის უკანონო ტრანპორტირების ფაქტია, 1 – ხე-ტყის უკანონო მოპოვების, 3 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.
წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ასევე მარნეულის მიმდებარედ და რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარებზე, მოქალაქეებს განთავსებული ჰქონდათ, წიფლის, რცხილისა და წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეებისგან დამზადებული, ჯამში 13 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი.
წალკის, ბორჯომისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეებისგან მიღებული ჯამში 6,3 კუბური მეტრი საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვების 1 ფაქტი გამოვლენილია ქალაქ წალკის მიმდებარედ, წიწვოვანი ტყის ფონდში. მოქალაქემ, უკანონოდ მოჭრა 1 ძირი ფიჭვის სახეობის ხე-მცენარე.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რვავე სამართალდამრღვევის მიმართ, ადამინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.