ხაშურის საკრებულოს შვიდმა დეპუტატმა „ქართული ოცნება” დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა “ქართული ოცნება” დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა. ინფორმაციას პარტიის “საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან “ქართული ოცნება”, ოცნების ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას, არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვიცით, რომ ჩვენს განცხადებას ბევრი ადამიანი ელოდება, მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის”, – განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა.
“ქართული ოცნება” შემდეგმა დეპუტატებმა დაგოვეს: ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე – ვაჟა ხარშილაძემ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ – ირინე გელაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მამუკა წიქარიშვილმა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე – ზვიად ტეფნაძემ, სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე – ანა ხარებავამ, ფრაქცია ქართული ოცნება -მრეწველების თავმჯდომარე – ჯონდო კაპანაძემ და ფრაქცია ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის მოადგილე – ემზარ მურჯიკნელმა.