როგორია რუსთავში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გვიან ღამით რუსთავში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ამის შესახებ “კვირას” კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. მუცლის ღრუში ჰქონდა ჭრილობა და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია”,- განაცხადეს კლინიკა “რუსთავში”.
შეგახსენებთ, გვიან ღამით რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს, ერთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.