მეუფე ნიკოლოზი: აუცილებლად შესასწავლია ვინც აღასრულა ეს ფიზიკური ძალადობა და ვინ იყო ამის დამკვეთი

მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებლად შესასწავლი. იმ კადრებით იდენტიფიცირება ხერხდება ადამიანების, ვინც აღასრულა ეს ფიზიკური ძალადობა და ვინ იყო ამისი დამკვეთი, – ასე გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმირდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმას.

“რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, ეს იყო ქვეყანაზე, ადამიანის ცნობიერებაზე არნახული, მე ჯერ ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით. მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი, ომი მინახავს და აი, ასეთი ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე, რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა. ამაზე უარესი ის იყო, რომ ეს იყო თავისუფლების და დემოკრატიის სახელით. ეს იყო ტყუილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებლად შესასწავლი. იმ კადრებით იდენტიფიცირება ხერხდება ადამიანების, ვინც აღასრულა ეს ფიზიკური ძალადობა და ვინ იყო ამისი დამკვეთი. ეს უნდა იყოს გამოძიებული და რა თქმა უნდა, ის უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები