„გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ – მარტვილის მერიაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია – „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო.
“უანგარო დონორობის აქცია შ.პ.ს. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ სახელით მადლობის სიგელი გადაეცა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.