ამბროლაურში პროფესიული სასწავლებელი ”ერქვანი” შენდება

ამბროლაურში პროფესიული სასწავლებელი ”ერქვანი” შენდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კოლეჯის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

დეპუტატის ინფორმაციით, პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, სასწავლო და საცხოვრებელ ოთახებს.

მისივე თქმით, 200 სტუდენტზე გათვლილ კოლეჯში, თავდაპირველად შესაძლებელი იქნება ბუღალტერიის, ელექტროობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, თაბაშირ/მუყაოს კონსტრუქციის, იატაკისა და ფილის სამუშაოების შესწავლა.

,,აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში პროფესიული განათლების მხარდასაჭერად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას”, -აცხადებს გოჩა ენუქიძე.

პროექტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 1 188 136 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები