დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში დღეს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 101-ე შეხვედრა გაიმართება.
ქართული მხარე საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
შეხვედრაზე მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ , რომელიც საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.
განიხილება ასევე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებიც. უსაფრთხოების გარდა საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება. შეხვედრა კოვიდ-19-ის გამო არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება. ამ ფორმატში შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით და ეუთოს მხარდაჭერით იმართება.