ბათუმში, სადაც “ნაცმოძრაობის” აქცია მიმდინარეობს დაპირისპირება მოხდა – სავარაუდოდ დაკავებულია 4 ადამიანი

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან “ნაცმოძრაობის” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ამ დრომდე ხმაურია. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

“ლელოს” წევრის ირაკლი კუპრაძის ინფორამციით, ამ დროისთვის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძეა.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უერთდებიან და ასევე აცხადებს, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო მოძალადეები უნდა დაისაჯონ.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები