გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 200 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 608, „პისიარ“ ტესტით – 7 592.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,87 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,24 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსითინფიცირების სულ 377 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 939 გამოჯანმრთელდა, 5 468 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 303 407 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 019.
კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 740 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 902 პირი.
ამასთან, 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 999 პაციენტი.