ბათუმში ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს

ბათუმში, ვარდების სკვერში სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს.მათ „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრეს. აქციის მონაწილეებმა ასევე 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ოპერატორების თქმით, ისინი ძალადობას გმობენ და ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

“ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა. მიმაჩნია, რომ მთელმა ქვეყანამ, ბოდიში უნდა მოუხადოს ლექსოს ოჯახს. ძალიან მიმძიმს, რომ არა ის დიდი შეცდომა რაც საზოგადოებამ დაუშვა რამდენიმე დღის წინ – ეს ბიჭი ცოცხალი იქნებოდა”, – განაცხადა ალეკო აბაშიძემ.

ამასთან დღეს, აჭარის მთავრობის სახლთან მედიის წარმომადგენლები აქციას – „ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას!“ გამართავენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები