„მინდა ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო შეუპოვრობისა და მიზანდასახულობისთვის“- გოგი მეშველიანი კინოფესტივალს დაესწრო
დღეს გაიხსნა ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერი მინი კინოფესტივალი , რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშელიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ეწვია.
,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრისგადასარჩენად’’– ამ იდეის გაშემო ბოლნისელი ახალგაზრდები გაერთიანდნენ და ბევრი გამოწვევის მიუხედავად შეძლეს კინოთეატრის ეკრანი კვლავ აენთოთ.
ახალგაზრდებმა, მოაწესრიგეს შენობის გარე და შიდასივრცე . ამ ეტაპზე, ინდიგოს დახმარებით ორდღიან (10-11 ივლისს) ფესტივალს მასპინძლობენ , სადაც ნაჩვენები იქნება 6 თანამედროვე ქართველირეჟისორის მხატვრული ფილმები.
აქვე, მოეწყო ბოლნისელი მხატვრებისა და არტისტების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა .
„მინდა ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო შეუპოვრობისა და მიზანდასახულობისთვის. მათ დაგვანახეს, რომ სირთულეების მიუხედავად შესაძლებელია კინო კვლავ დაბრუნდეს ბოლნისში. ჩვენ, კი ჩვენის მხრივ , მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერა გამოვუცხადოდ ყველა მათ წამოწყებას.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა