ხულოში, ქვემო ვაშლოვანში, პროფილური საჯარო სკოლისა და კამპუსის მშენებლობისთვის8 მლნ ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ახალი პროფილური (საბუნებისმეტყველო, გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლებით) საჯარო სკოლა აშენდება.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკოლის ძირითადი შენობისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობალაბორატორიებით და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაღია მოედნის მოწყობასამაყურებლო ტრიბუნებით, ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები