ფოთში 21 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
ფოთის ცენტრში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღითაა დაჭრილი, მას მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აქვს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
ახალგაზრდა კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკის კლინიკა „სენამედში” გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.