ქართული რძის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში 20-ზე მეტი რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს ქართული რძის ხარისხის ნიშნის – „ქართული რძე” შექმნის მხარდაჭერისთვის. ხარისხის ნიშანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად განასხვაოს, პროდუქცია ნედლი რძისგან არის დამზადებული თუ აღდგენილისგან.

ღონისძიება, რომელშიც 20-ზე მეტი რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, „საქართველოს ბიზნესინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სწორედ „საქართველოს ბიზნესინსტიტუტია“ ქართული რძის ნიშნის გამოყენების უფლების მიმნიჭებელი ორგანიზაცია.

ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის გარდა, ღონისძიების მიზანი HACCP-ის მფლობელი რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რესტორნების, კაფეების, სასტუმროების და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა შეხვედრის და თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები