თელავში ავარიას 40 წლამდე ქალი ემსხვერპლა

თელავში გვიან ღამით ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კისისხევში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ 40 წლამდე ქალს დაეჯახა. მიღებული ტრამვებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღევის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები