ვახტანგ ბერიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრებს განაგრძობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა. შეხვედრაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, მათ საჭიროებებს გაეცნო.

“ხულოს მუნიციპალიტეტის განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, დიდაჭარის თემში ხორციელდება შემდეგი პროექტები:

სოფელ ირემაძეებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის სისტემა;

სოფელ დიდაჭრაში, მალე დასრულდება ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა;

ყველა სოფელში, გაგრძელდება შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა;
მეწყერსაშიშ ზონებში განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები;

დიდაჭარაში, ბოღაურსა და ირემაძეებში, გაფართოვდება გარე განათების ქსელი.

ასევე, სოფელ ირემაძეებსა და გობაძეებში, სანიაღვრე არხების მოსაწყობად შესყიდული იქნება გოფრირებული მილები;

სოფელ გობაძეებში, საავტომობილო გზაზე მოეწყობა პარაპეტი;

აღნიშნულ ხეობაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების გარდა, აჭარის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, აქტიურად ხორციელდება სხვა მსხვილი პროექტები:

აქტიურად მიმდინარეობს ხულო ზარზმის გზის რეკონსტრუქცია;

აჭარის ა.რ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ბეტონირება და სხვა კაპიტალური პროექტების მშენებლობა;

ასევე, გრძელდება მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და მწვანე ტბა-შავ ტბის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

გაგრძელდება საოჯახო მეურნეობების და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;

მოსახლეობასთან შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, ხულოს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორი რენარ ბოლქვაძე, აპარატის უფროსი ალბერტ ბოლქვაძე, მერის წარმომადგენელი დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში მამია შავაძე, საკრებულოს წევრები ნიკა წულუკიძე და ზაურ გობაძე ესწრებოდნენ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები