აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედაში გაიმართა
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედაში გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მიმდინარეობს გზებისა და წყლის სისტემის მოწყობა, იწყება ქედის ცენტრის რეაბილიტაცია და იგეგმება სპორტული კომპლექსისა და მუზეუმის მშენებლობა. ყველა სკოლაში მზის პანელები დამონტაჟდება, ბაღის თანამშრომლებს კი ხელფასები გაეზრდებათ. ასევე მიმდინარე წელს ღვინის ლაბორატორია ამოქმედდება, შენდება რამდენიმე საწარმო. მოეწყობა ზაზა ხალვაშის სახელობის კინოჩვენების სივრცე.
მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება ქედის ტურისტულ პოტენციაზეც გაამახვილა.