ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ქუჩაში ორ პირს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მესამე პირი გაშველების მიზნით ჩაერთო, რის შემდეგაც მას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
დაშავებული ბათუმის კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.