რუსთავში კიდევ 30-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა

რუსთავში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 30-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად -1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ბიურო ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ. ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რუსთავში, აუცილებად მივიყვანთ ბოლომდე. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, აქტიურად ვარ ჩართული, რომ შემდგომშიც მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც, ეს ადამიანები წლებია ცხოვრობენ, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს“, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები