აშშ-ს საელჩოს გვერდზე უხამსი კომენტარის შემდეგ გორის მე-5 სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
უკვე ყოფილი დირექტორის გადაწყვეტილებას წინ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე არაკორექტული და უხამსი შინაარსის კომენტარის დაწერა უძღოდა. ზურაბ ქარელის პოსტიდან წასვლა, სავარაუდოდ, ამ ფაქტს უკავშირდება.
“ბატონმა ზურაბმა განცხადება დაწერა მინისტრის სახელზე და პირადი მიზეზების გამო თანმდებობის დატოვება გადაწყვიტა”, – ამბობს “კვირასთან” გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზოვა.