ბოლო 8 დღეში 6 მიწისძვრა – ეპიცენტი ისევ სოფელი სამებაა

ივლისის თვეში უკვე მეექვსე მიწისძვრა იყო დმანისში სოფელ სამებასთან.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

თბილისის დროით 14:03 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.5 (ML) მაგნიტუდა იყო.

ცნობისთვის, სეისმური აქტივობა სოფელ სამებასთან დღეს დილითაც დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში მოხდა. მისი სიმძლავრე  3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები