გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე გაზგასამართ სადგურში ცეცხლი გაჩნდა. ავტოცისტერნაში თხევადი აირი ჩასხმისას აალდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

არსებობდა აფეთქების საფრთხეც, რადგან ტერიტორიაზე რამდენიმე დიდი ტევადობის ცისტერნაა დამონტაჟებული.

პოლიციამ ხალხი უსაფრთხო ადგილას გაიყვანა, ადგილზე სახანძრო ბრიგადების დროულად გამოცხადების შედეგად ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. მათ ახლა დახმარებას ადგილზე უწევენ, შესაძლოა 2 პაციენტის თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები